LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დე როსიმ ოქროს მედალი გარდაცვლილ მეგობარს ჩაატანა

32

”რომას” ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა დანიელე დე როსიმ 2006 წელს მოგებული მსოფლიო ჩემპიონის მედალი გარდაცვლილ მეგობარს საფლავში ჩაატანა.

დილის ვარჯიშის შემდეგ დე როსი იტალიის ნაკრების ყოფილი ეკიპირების ადმინისტრატორის პიეტრო ლომბარდის დასაფლავებაზე წავიდა. ეს კაცი ფეხბურთელთა შორის უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა და 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფეხსაცმლის ბზინვარებამდე გაწმენდის უნარის გამო ლომბარდის მეტსახელად კბილის ჯაგრისი შეარქვეს.

როგორც La Gazzetta dello Sport იუწყება, დამშვიდობების ნიშნად დე როსიმ მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი მიცვალებულს კუბოში ჩაუდო.

ისე, დე როსის ამ ოქროს მედლის გარდა ევრო-2012-ზე მოპოვებული ვერცხლის მედალი და ორი ბრინჯაოს მედალიც აქვს (ოლიმპიადა-2004 და კონფედერაციის თასი-2013).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები