LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო ბონუჩის ჩემპიონის მედლით მძიმედ დაავადებული შვილი დააჯილდოვეს (ვიდეო)

27

თვალზე ცრემლმოსადგომი ვიდეო, რომელშიც ბონუჩი თხოვს საჩემპიონო მედალი მის ავადმყოფ შვილს ჩამოკიდონ.
მცველმა ბავშვი გააბედნიერა.

სერია ა-ს 37 ტურში, ტურინელებმა საკუთარ მოედანზე „კროტონეს“ უმასპინძლეს და ანგარიშით 3:0 დაამარცხეს, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე აღმართა საჩემპიონო თასი. დაჯილდოვების ცერემონიის დროს კი „იუვენტუსის“ მცველა ლეონარდო ბონუჩიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სთხოვა, რომ სკუდეტოს მედალი მისი შვილისთვის გადაეცა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

ამასობაში, ბავშვებზე ზრუნავს მადრიდის „რეალის“ მეკარე კეილორ ნავასიც.
2016/2017 სეზონის დასაწყისში ნავასმა განაცხადა, რომ თუ „რეალი“ ლა ლიგის გამარჯვებული გახდებოდა, იგი თმებს გადაიპარსავდა. „მალაგასთან“ გამართული მატჩის შემდეგ კოსტა-რიკელი კიპერი ჟურნალისტების წინაშე თმაგადაპარსული წარსდგა დ განაცხადა:
„მე ღმერთს შევპირდი, რომ გამარჯვებას სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მივუძღვნიდი და ასეც ვიქცევი“.
ინტერვიუს ბოლოს ასევე აღნიშნა, რომ მას „რეალთან“ კიდევ 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და არსად წასვლას არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები