NBA-ს 4-გზის ჩემპიონმა შაკილ ონილმა განაცხადა, რომ ბრტყელი დედამიწის თეორიის სჯერა.
„ეს თეორიაა. ეს მხოლოდ თეორიაა, ჩვენ ბევრ რამეს გვასწავლიან. დღეს 20 საათი მივფრინავდი აშშ-დან ავსტრალიაში. არ გადავბრუნებულვარ და თავდაყირაც არ მიფრენია. ამბობენ, რომ დედამიწა ბრუნავს. ტბასთან ვცხოვრობ აგერ უკვე 30 წელიწადია და ერთხელაც არ მინახავს, რომ ტბას მარცხნივ ან მარჯვნივ ემოძრაოს“, – თქვა ონილმა The Kyle & Jackie O Show-ის პოდკასტში.
50 წლის კალათბურთელს არ დაუზუსტებია იხუმრა თუ მართლა სჯერა, რაც თქვა იმის.
შაკილი – ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, ნბა-ს 4-გზის ჩემპიონია. 1996 წელს ნბა-ს ისტორიაში 50 საუკეთესო კალათბურთელთა შორის შეიყვანეს.
კარიერის დასრულების შემდეგ ტელეწამყვანად და კომენტატორად მუშაობს ტელეარხ TNT-ზე.