LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დელფტი – ჰოლანდიის ზღაპარი და პატარა ამსტერდამი

მშვენიერი ჰოლანდია, განსაკუთრებით მომაჯადოებელია მისი პატარა ქალაქები მყუდრო ქუჩებით, ამის დასტურია სიტყვით რთულად გადმოსაცემი დელფტი, სადაც თითქოს ზღაპრულ სამყაროში ხვდები და შენც ზღაპრის პერსონაჟად იქცევი. შესანიშნავი ქალაქი და განუმეორებელი ატმოსფერო.

 

დელფტი ნამდვილი მუზეუმია ღის ცის ქვეშ. მას ჰოლანდიის „აბსოლუტურ ცენტრსაც“ უწოდებენ. დელფტის ისტორიული ცენტრი მე-17 საუკუნისაა და კარგად შემონახულია.
მიაჩნიათ, რომ დელფტის ბაზრის მოედანი, ახალი ეკლესიის 109-მეტრიანი სამრეკლოთი ყველაზე ლამაზია ქვეყანაში.

 

ქალაქის სახელწოდება მოდის სიტყვისგან Delf – ხელოვნურად გათხრილი თხრილი, არხი.
სავარაუდოდ XI საუკუნეში გაჩნდა დასახლება, რომელიც მალე მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად იქცა.

 

ქალაქზე გადის ამსტერდამი-როტერდამი-ბრიუსელის რკინიგზა. ამ მარშრუტის მატარებლები მთავარ სადგურზე ჩერდებიან. დელფტ-ზეიდის (სამხრეთ დელფტი) სადგური მხოლოდ ადგილობრივ მატარებლებს იღებს და ღამით არ ფუნქციონირებს. დელფტი რკინიგზით ასევე უკავშირდება ჰააგას, დორდრეხტს და ეინდჰოვენს.

სახმელეთო ტრანსპორტი ავტობუსის ათობით მარშრუტითაა წარმოდგენილი როგორც ადგილობრივი, ასევე ისეთებით, რომლებიც დელფტს ჰააგასა და როტერდამს აკავშირებს. კომპანია Connexxion-ის ავტობუსებს მთელ სამხრეთ ჰოლანდიაში ერთიანი ნუმერაცია აქვთ. დელფტს და ჰააგას ტრამვაის ხაზიც აკავშირებს.

 

დელფტის მოსახლეობა 100 ათას ადამიანს ოდნავ აჭარბებს.

 

 

დელფტი ცნობილია ისტორიული ძეგლებით, რომელთა უმრავლესობა მე-16-17 საუკუნეებშია შექმნილი და თვალწარმტაცი არხებით, რომელშიც ძველებური შენობები აისახება.

(ვრცლად/ფოტოები)

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები