ჯერ კიდევ ახლახანს, ბრუკლინ ბექჰემი ლონდონის ქუჩებში Mercedes C-Class-ით გამოჩნდა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ბექჰემს დიდი მანქანებიც იტაცებს და Mercedes-ის კუპემ აღარ დააკმაყოფილა.’’მდიდარი მამიკოს ბიჭი’’ პაპარაცებმა ამჯერად ლოს-ანჯელესის ქუჩებში, Wrangler-ის ჯიპით დააფიქსირეს.
ახალგაზრდა ვარსკვლავი არც ისე დიდი ხნის წინ აღებული მართვის მოწმობის მიუხედავად, საკმაოდ დახელოვნებული მძღოლია, რადგან, როგორც ფოტოებიდან ჩანს იგი ავტომობილს ცალი ხელით მართავს.
აშკარაა, 35,000 ფუნტ სტერლინგიანი მოდელი, რომელიც 10.6 წამში სიჩქარის მაქსიმუმს ანვითარებს, ბრუკლინის A-Class Mercedes-ისა და Mercedes C-Class-ის კოლექციას შეუერთდა.
დედის მსგავსად ბრუკლინი ბრწყინვალე ტუნერია, ხოლო მამისგან განსხვავებით ფოტომოდელობის ნაცვლად ფოტოგრაფობას ამჯობინებს.