LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ძალიან ლამაზი საღამო იქნება… კონცერტი საქველმოქმედო ხასიათისაა, უკრაინას ეძღვნება“- ვახტანგ კიკაბიძე

289
buba-2022-06-08_13-28-14_175080

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თათა სადრაძემ და მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ 19 ივლისის საიუბილეო კონცერტზე ისაუბრეს.

თათა სადრაძე: ბატონი ბუბა არის საოცარი ადამიანი, რომელიც უყვარს ყველას, უყვარს არა მხოლოდ მთელ საქართველოს, არამედ მსოფლიოს. მის საიუბილეო კონცერტზე სპეციალურად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან. სხვათა შორის, კონცერტის ბილეთები უკვე აღარ არის, ყველას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ამ კონცერტს დაესწროს.

ბატონო ვახტანგ, როგორია თქვენი წინასაკონცერტო განწყობა?

დღეს ძალიან ლამაზი საღამო იქნება. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათისაა, უკრაინას ეძღვნება და შემოსული თანხა უკრაინაში გადაირიცხება. ხალხი მეორე კონცერტის დამატებასაც ითხოვს, მაგრამ არ ხერხდება, რადგან 25 ივლისს ისრაელში მივდივართ, იქ გვაქვს დაგეგმილი კონცერტები.

როგორც ვიცი, ამ პერიოდში უკრაინის 6 ქალაქში გქონდათ დაგეგმილი კონცერტები.

დიახ, უკრაინის 6 ქალაქში იყო დაგეგმილი ჩემი კონცერტები, თუმცა ახლა ეს ქალაქები მიწასთანაა გასწორებული. მე მაინც ჩავალ და გარეთ, ნანგრევებში ჩავატარებ კონცერტს. სადაც მეტყვიან, იქ ვიმღერებ. მე ძალიან მიყვარს უკრაინა.

ვახტანგ კიკაბიძეს 84 წელი შეუსრულდა – მომღერალი საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება

19 ივლისს ვახტანგ კიკაბიძე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები