LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიარდს მიაღწევს

54
wpp_back_cover_photo

გაეროს ინფორმაციით, დღეს ანუ 15 ნოემბერს მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიარდი გახდება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება.

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, კიდევ ერთი მილიარდის დახურვა ჯანდაცვის სფეროში მიღწეული წარმატებების დამსახურებაა. ბოლო წლებში გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა და შემცირდა დედებსა და ბავშვებს შორის სიკვდილიანობა.

პლანეტის მოსახლეობა პირველ მილიარდს მე-19 საუკუნის დასაწყისში მიაღწია. ეს ციფრი 120 წელში გაორმაგდა და შემდეგ მე-20 საუკუნეში საკმაოდ თვალსაჩინო ზრდა იყო.

დედამიწელები 7 მილიარდი 1999-2011 წლებში გახდნენ.

გაეროში ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის მაჩვენებელი უკვე 8,5 მილიარდი იქნება, ხოლო 2050 წლისთვის თითქმის 10 მილიარდი.
საინტერესოა, რომ Covid-19-ის პანდემიამ პოპულაციის ზრდაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, ზოგიერთ ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელიც შემცირდა და სიკვდილიანობა გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები