LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ციფრი: რამდენი ავტომობილი გაიყიდა მსოფლიოში ამ წლის დასაწყისიდან?

111
რამდენი ავტომობილი გაიყიდა მსოფლიოში ამ წლის დასაწყისიდან

მსოფლიოში ახალი ავტომობილების გაყიდვების ანგარიშები ცნობილია. სტატისტიკა „ავტოსტატმა“ კომპანია GllobalData-ს მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. 2024 წლის 5 თვის ჯამში ახალი ავტომობილების გლობალურმა ბაზარმა 34,8 მილიონი ერთეული შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,4%-ით უფრო მეტია. მაისის თვეში 7 225 მილიონი მანქანა გაიყიდა, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 1%-ით მეტია.

ახალი ავტომობილების გაყიდვებით მსოფლიო ლიდერი ჩინეთია. ამ ქვეყანაში გაზაფხულის ბოლო თვეს 1,95 მილიონი მანქანის რეალიზება მოასწრეს, ამასთან ბაზარი ზრდის ნაცვლად მცირდება: მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 2,3%-ით ნაკლებია.

მეორე ადგილზე აშშ-ია, მაისში შტატებში 1 439 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 6,4%-ით მეტია.

ამავე თვეში დასავლეთ ევროპაში 1,12 მილიონი მანქანა შეიძინეს (-2,2%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში – 387,2 ათასი ერთეული, რაც 15,4%-იანი ზრდაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები