LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2002
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ წამლებით პროფილაქტიკა, ნუ გადაიღლებით, აკონტროლეთ აგრესია, არ ღირს უმიზეზოდ ნერვიულობა და ყველა წვრილმანზე გაღიზიანება. დღეს და ხვალ მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მოგზაურობისათვის, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. სასიკეთო დღეა ყელის, ენდოკრინული სისტემის, თირკმელების, კანისა და შარდ-სასქესო ორგანოების მკურნალობა და პროფილაქტიკა. ნეგატიური  დღეა ქორწინებისთვის, თმის შესაჭრელად, ფინანსური ოპერაციებისთვის, კაპიტალ დაბანდებისთვის. მოერიდეთ ეგოიზმის, აგრესიისა და დიქტატორული თვისებების გამოვლინებას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება თავი, სისხლძარღვოვანი სისტემა, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.  

დღის ფერები და მინერალები – წითელი ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი. რაც შეეხება მინერალებს, გამოიყენეთ: ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ფირუზი,  ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისათვის,  დღე შედარებით რთულია კუროს, მორიელის, თხის რქასა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები