LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

4257
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაცია – დღე პოზიტიურია კარგად მოფიქრებული საქმეებისთვის, მიწათმოქმედებისთვის, რესტავრაციისა და ექსპერტიზისთვის. ხელსაყრელი დროა მავნე ჩვევებისგან (განსაკუთრებით თამბაქოსგან) გასათავისუფლებლად, ხეხილის გასხვლისთვის. მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების ჩატარებას, ვაჭრობას, ქორწინებასა და ახალი კავშირების დამყარებას. კარგია სახლის დალაგება და გასუფთავება. დღე მოითხოვს მეტ სულიერ სიმშვიდეს და ლოცვას. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრების ახდენა საეჭვოა.

პარტნიორული ურთიერთობები – არ არის სასურველი ხელმძღვანელებთან და გავლენიან პირებთან ურთიერთობის გარჩევა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოერიდეთ რადიკალურ ნაბიჯებს.

ჯანმრთელობა – სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები და კანი. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი.

გეომაგნიტური დღის გამო აკონტროლეთ წნევა, გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები და მეტი დაისვენეთ. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებს, სტომატოლოგიურ პროცედურებს, ყურების გახვრეტასა და პიგმენტური ლაქების მოშორებას. დღე განტვირთვისაა – ნუ მიიღებთ ხორცს, ალკოჰოლს, თაფლს, თხილსა და სხვა ალერგიულ პროდუქტებს.

დღის მინერალები და ფერები – ენერგეტიკული ბალანსისთვის გამოიყენეთ მინერალები: ონიქსი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი, აქატი და მარჯანი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ ბეჟ, ყვითელ, მწვანე, ნაცრისფერ და ლურჯ ტონებს (როგორც კომბინაციაში, ისე ცალ-ცალკე) – ეს ფერები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია კუროს, კირჩხიბის და თევზების ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბული პერიოდია ლომის, სასწორისა და მშვილდოსნისათვის – მათ მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები