LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2100
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია ჭორებისა და ინტრიგების, მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ალბათობა.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და გავლენიანი ნაცნობების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გამდიდრეთ კვების რაციონი თევზით, ხილით და ბოსტნეულით. კარგი დღეა მავნე ჩვევების დაძლევისა და დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ელენთას. 

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები