მზე დღეს იმყოფება თევზების მეტად ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიკულ და ინტუიციურ ნიშანში, ხოლო მთვარე – მეტად ოპტიმისტურ, მხიარულ, კომუნიკაბელურ და გონებამახვილურ მშვილდოსანში. ამ ზეგავლენის შედეგად აღნიშნული თვისებები თითოეული ჩვენგანის ხასიათში დღის განმავლობაში მეტად გამოვლინდება.
დღის რეკომენდაციები – დღეს ფრთხილად უნდა იყოთ ცვალებადი და მატყუარა რეკლამის მიმართ, რადგან შეიძლება ასეთმა რეკლამამ შეცდომაში შეგიყვანოთ და პრობლემები შეგიქმნათ. ყურადღებით გადახედეთ საბუთებსაც. დღე კარგია თვითშემეცნებისთვის, წარსულის გააზრებისა და ანალიზისთვის. ზედმეტად ნუ განმარტოვდებით. სასურველია ვერცხლისა და ბროლის ნაკეთობების გაწმენდა.
პარტნიორული ურთიერთობები – შესაძლებელია უცნაურობის, სიძუნწის, ზოგჯერ ეჭვიანობისა და სარკაზმის გამოვლენა, რამაც შესაძლოა ურთიერთობები დაძაბოს.
ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ბროკოლი, ისპანახი, თხილი, წიწიბურა, ლობიო და ბარდა – ეს პროდუქტები გააძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ნეგატიურია მშენებლობისთვის და სისხლის გადასხმისთვის. ჩვეულებრივზე მეტად აკონტროლეთ ბავშვები ქუჩაში. დღე სასიკეთოა მეგობრული კონტაქტებისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, უცხოელებთან კონტაქტებისთვის საელჩოების დონეზე. კარგია იურიდიული საკითხებისა და საქმეებისთვის. ხელს უწყობს მგზავრობასა და მოგზაურობას, პარტნიორულ თანამშრომლობას, ტურისტულ ლაშქრობებსა და სპორტულ ღონისძიებებს, ექსკურსიებს და სამგზავრო ბილეთების შეძენას.
დღის მინერალები და ფერები – ფირუზი, ამეთვისტო, სარდიონი, ლაზურიტი და ნეფრიტი მოიზიდავს დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასიკეთოა წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება კირჩხიბისა და ქალწულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.