LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2512
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება საღამოს 21:24 საათზე და გაგრძელდება 21:36 საათამდე. ამ 12 წუთის განმავლობაში უარყოფითი მთვარის ენერგია ამცირებს ყურადღების კონცენტრაციას და ზრდის ტრავმებისა და ავარიების ალბათობას. მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

დღის რეკომენდაცია – საბუთებზე ხელმოწერამდე აუცილებლად გადაამოწმეთ მათი სისწორე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა. ნუ გასცემთ დაპირებებს, რადგან მათი შესრულება შემდგომში სხვადასხვა მიზეზით გართულდება.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს მოსალოდნელია ემოციურობის, ეჭვიანობისა და წყენის მატება.

ჯანმრთელობა – შედეგიანია ძვლოვანი სისტემის, ხერხემლის, სახსრების, მუხლებისა და კბილების მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და გულის ზონა. ოპერაციები და სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია ოჯახური და საგვარეულო ტრადიციების განვითარებისათვის, შემეცნებითი პროცესებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისათვის, სავაჭრო საქმიანობისა და საყიდლებისთვის. ასევე კარგია კულინარიისა და ფოტოგრაფიისთვის, აგრეთვე ოჯახურ და ნათესაურ კონტაქტებში ურთიერთობის გასამყარებლად. არ არის რეკომენდებული ქორწინება, სახლის მშენებლობის დაწყება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან სესხის აღება.

დღის მინერალები და ფერები – მინერალები: ზურმუხტი, აქატი, ოპალი, მარჯანი და მალაქიტი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერები: თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი და ცისფერი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება ლომის, სასწორის და მშვილდოსნის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და გამოირჩევა ზომიერი წარმატების ტენდენციებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები