დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 11:00 საათიდან დაიწყება და 11:23 საათამდე გაგრძელდება. ამ 23 წუთის განმავლობაში მთვარის ენერგია აქვეითებს კონცენტრაციის უნარს, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.
ცის კაბადონზე საინტერესო მოვლენაა – დღეიდან 6 მარტამდე სიყვარულის, ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოში. ეს მოვლენა აღნიშნულ პერიოდში მეტად განაპირობებს პირად ურთიერთობებში ემოციურობის, მგრძნობიარობისა და სენტიმენტალურობის ზრდას. გაძლიერდება ინტუიცია, რომანტიზმი, განვითარდება შემოქმედებითი ნიჭი და საქველმოქმედო სულისკვეთება, რწმენის საკითხები წამოიწევს წინა პლანზე.
ამავდროულად შესაძლოა გააქტიურდეს ისეთი ნეგატიური თვისებები, როგორიცაა ზედმეტი ფანტაზიები, ილუზიები, ტყუილებისადმი მიდრეკილება, შინაგანი შიშები და წარსულზე კონცენტრირებული ფიქრები, ამიტომ ამ ტენდენციებს მეტი კონტროლი სჭირდება.
დღის რეკომენდაციები – დღე კარგია უცხო ენების შესწავლისთვის, იურისტებთან ურთიერთობისთვის, ასევე სპორტული ვარჯიშებისა და აქტივობების ჩასატარებლად. ამავე დროს მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, პარტნიორულ თანამშრომლობას, მგზავრობას, საცხოვრებლის შეცვლასა და მშენებლობას.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს შესაძლებელი იქნება რთული საკითხების მოგვარება.
ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს, საზარდულსა და მენჯ-ბარძაყის ძვალს. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ მოთუშული ბოსტნეული, ხილი და ბოსტნეული.
დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ფირუზი, სარდიონი, ქარვა, ლალი და იაგუნდი. ფერებიდან ხელსაყრელია წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი – ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ვერძისა და ტყუპების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ქალწულისა და მორიელის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.