კარგი დღეა რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელებისთვის.
მიაქციეთ ყურადღება მინიშნებებს, რომელთაც სამყარო გამოგიგზავნით.
არ ღირს წვილმანებზე დროის დაკარგვა.
პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ მშვიდად, ზედმეტი ემოციების გარეშე გადაწყვიტოთ პრობლემები.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის შეძენისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხის, ცხარე და მარილიანი საკვების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, კრემისფერი, ნაცრისფერი და ცისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.