ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული(უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც ღამის პირველ საათზე დაიწყება და 14:57 საათამდე გაგრძელდება. ამ დროის მონაკვეთში მთვარის ენერგია აქვეითებს კონცენტრაციის უნარს, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.
დღის რეკომენდაცია – თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისგან. ქალებს განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ემოციურობის კუთხით, აკონტროლეთ საკუთარი განცდები. საღამოს საათებში მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია საკუთარი კომპეტენციის გამოსავლენად, ინტუიციის გაძლიერებისთვის, გეგმების დასახვისა და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.
პარტნიორული ურთიერთობები – დღე კოსმიურ გამოცდას უწყობს პარტნიორულ ურთიერთობებს.
ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შარდსასქესო და რეპროდუქციულ სისტემას, ასევე ყელს, ენდოკრინულ სისტემასა და თირკმელებს. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში მოერიდეთ ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. დღეს სასიკეთოა მასაჟი და კოსმეტიკური პროცედურები.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობა, ხელოვნების ფართო სპექტრთან კონტაქტი, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ხელოვნების ნიმუშების შეძენა. დღე პოზიტიურია სიყვარულისა და ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის და დიზაინის ცვლილებისთვის. მოერიდეთ მგზავრობას, საცხოვრებელი ადგილის, მათ შორის ბინის შეცვლას და სესხის აღებას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება მორიელის ზოდიაქოს ნიშანზე. შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპების ნიშნებისთვის, რომელთაც დღის პროცესების, მათ შორის ნეგატიური ტენდენციების მართვა განსაკუთრებული სიფრთხილით მართებთ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.