LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1810
მიხეილ ცაგარელი

დღეს გეომაგნიტური დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნიან ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. ეს პერიოდი ყურადღებას ითხოვს წნევის მხრივაც, წნევის უეცარმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, გავიზომოთ წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტების მიღებით მოვიყვანოთ ორგანიზმი წესრიგში.

დღის რეკომენდაციები:

დღეს ნაკლები ილაპარაკეთ და მეტად უსმინეთ სხვებს, ასეთი საქციელი გაცილებით მეტად იქნება გამართლებული. ეცადეთ, არ გაიფუჭოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, რისი ტენდენციაც საკმაოდ მაღალია. ასევე, დღეს საგრძნობლად მატულობს გაციების ალბათობაც. მოერიდეთ ახალი ბიზნესის დაწყებას, სასიყვარულო კონტაქტებს, ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღებას. დღეს ზედმეტად სარისკოა საბუთებზე ხელის მოწერა, თუმცა თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგება, მისი თითოეული პუნქტი საგულდაგულოდ გადაამოწმეთ. ეცადეთ, არ გათქვათ საიდუმლო და ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ.

დღე სასიკეთოა ძველი საქმეების დასასრულებლად და შესაძლოა კარგი ახალი ამბავიც გაიგოთ. საუკეთესო დროა სახლის ან ბინის რემონტისათვის. პერიოდი ასევე მაქსიმალურად უწყობს ხელს მშენებლობას, საბანკო ოპერაციებს, რეკლამას, აუქციონებს, პრეზენტაციებსა და კონფერენციებს. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი კარგი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.

პარტნიორული ურთიერთობები:

პირად სფეროში დღეს მოსალოდნელია მოულოდნელი და საინტერესო შეხვედრა.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით საგრძნობლად სუსტდება ბრონქები, ფილტვები, ხელები და მხრების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი. მკაცრად მოერიდეთ სიმძიმეების აწევასა და უჰაერო სივრცეებს.

სამაგიეროდ, მეტად შედეგიანია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, საზარდულისა და მენჯ-ბარძაყის ზონის მკურნალობა.

დღის მინერალები და ფერები:

მინერალებიდან მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს თოფაზი, აქვამარინი, გიაცინტი, ლაბრადორი და ამაზონიტი.

ფერებიდან სასიკეთოა ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი და ცისფერი ტონები. აღნიშნული ფერები, სამოსში გამოყენების შემთხვევაში (იქნება ეს ერთობლივად თუ ცალ-ცალკე კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით), საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე პოზიტიურია ვერძისა და ტყუპების ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული და ნეგატიურია ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე არასასურველი გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები