LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1317
მიხეილ ცაგარელი

სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 7 დეკემბრამდე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ნებისყოფას და მოთმინებას, მეორეს მხრივ, სიჯიუტესა და პრინციპულობას გააძლიერებს. მეტი შემოსავლის, პრემიების და ბონუსების მიღების იმედი უნდა ჰქონდეთ ცნობილ პერსონებსა და ხელმძღვანელ პირებს.  

მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი დაფარული გაცხადდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გაგატი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულია და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები