LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2101
მიხეილ ცაგარელი

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ მიმართულება დაკარგული მთავრის პერიოდს, რომელიც ღამის პირველი საათიდან დაიწყებს ამოქმედებას და დილის ათ საათამდე გასტანს.

ამ პერიოდში, უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება გახდეს არასასურველი ავარიებისა და ტრავმების მიზეზი, ამიტომ მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს, ღამის პირველი საათიდან დილის ათ საათამდე, მაქსიმალური ყურადღება მართებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს იმოქმედეთ ტაქტიკურად და ამავდროულად, ფრთხილად. მოერიდეთ შეუსრულებელ დაპირებებს. ფრთხილად იყავით სასიყვარულო ურთიერთობებში, სასურველი არ არის ქორწინება. მეგობრულ კონტაქტებში მეტი ტაქტი და თავდაჭერაა საჭირო. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, გამოცდების ჩაბარებას, წყლის ტრანსპორტით მგზავრობას. დღეს სასურველი არ არის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ცხოველთა კასტრაცია.

მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. საქმიან ურთიერთობებში ყველა დეტალს მიაქციეთ ყურადღება.

პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს საკითხის ფორმულირების სიზუსტის მნიშვნელობა და კეთილგანწყობა.

დღე სასიკეთო და პოზიტიურია დალაგება და დასუფთავებისათვის, საფინანსო, საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად, ვაჭრობისათვის, ხელს უწყობს ქიმწმენდას, თმის შეჭრას.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, დღეს სასურველი არ არის.

საკვებ რაციონში შეიტანეთ მჭლე ხორცი, თევზეული, ფრინველის ხორცი, ბოსტნეული, სალათები, მწვანილი და ფერმენტირებული რძის ნაწარმი, რაც მთლიანობაში კარგად იმოქმედებს თქვენს ორგანიზმსა და ჯანმრთელობაზე

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან დღეს გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე ფერის იასპი, მალაქიტი, აქატი და ონიქსი – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმლის შერჩევისას, თუნდაც მცირეოდენი შტრიხით პრიორიტეტი მივანიჭოთ ნაცრისფერ, კრემისფერ, ყვითელ, ნარინჯისფერ და მწვანე ფერებს. ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

სიზმარები – დღევანდელი სიზმარი აუცილებლად საიდუმლოდ უნდა შეინახოთ

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია თხის რქა და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის, შედარებით დაძაბულია – ვერძთა და სასწორთა ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები