დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიების გამო, მოსალოდნელია გარკვეული პრობლემების შექმნა, რაც შეიძლება გახდეს თავის ტკივილის, უგუნებობისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების მიზეზი. ამ შემთხვევაში, წნევის გაზომვის შემდგომ, გამოიყენეთ შესაბამისი წამლების ან ყავის პროფილაქტიკა, რათა წნევა ნორმაში მოიყვანოთ და თავი უკეთ იგრძნოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ფულმა და ქონებრივმა საკითხებმა დღეს შესაძლოა გამოიწვიოს კამათი და ზოგ შემთხვევაში დაპირისპირებაც კი. დღეს და ხვალ მეტად გააქტიურდებიან კუროს, სასწორისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. კარგი იქნება თქვენი გააქტიურება, თუკი ეს ენერგია გადავა შემოქმედებით მუშაობასა და განვითარებაში. მთავარია, მომატებული ენერგია აგრესიაში არ გადაზარდოთ.
დღის რეკომენდაციები – დღე მთლიანობაში კარგია კონტაქტებისა და ახალი ნაცნობობისათვის, ასევე ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად. ამავდროულად, აკონტროლეთ პროვოკაციები, რომელთა ალბათობაც დიდია, რადგან მათ გამო შესაძლოა კონფლიქტებს გვერდი ვერ აუაროთ. არ ვარგა დღეს ახალი საქმის დაწყება, საბუთებზე ხელმოწერა და მანქანის სწრაფად ტარება. მაღალია ცრუ დაპირებების გაცემის ალბათობა, რაც აუცილებლად გაითვალისწინეთ. მოერიდეთ პიგმენტური ლაქების მოშორებას, ყურების გახვრეტას, რისკიან მოქმედებებსა და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი საფულე. სამაგიეროდ, დღე სასიკეთოა საფინანსო და საბანკო ოპერაციების საწარმოებლად, ქორწინებისათვის, ვაჭრობისათვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისათვის, ასევე ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და კოსმეტიკის შესაძენად. დღევანდელი სიზმრები ახდება.
პარტნიორული ურთიერთობები – კარგია ხელის თხოვნა და ერთგულების მეტად გამოვლენა.
ჯანმრთელობა – დღეს ეფექტურია შარდსასქესო სისტემის მკურნალობა, სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, სახის კანისა და თმის კვება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი) და სწორი ნაწლავის ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, დღეს არ იქნება სასურველი. მოერიდეთ ცივ და გაზიან სასმელებს. ასევე კისრის მკვეთრ მოძრაობებს.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ მალაქიტი, აქატი, ონიქსი, მარგალიტი და ზურმუხტი. ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან ტანსაცმელში სასურველია – ყავისფერი, ლიმონისფერი, ბეჟი, მწვანე და ცისფერი ტონები. მათი გამოყენება მაქსიმალურად გააძლიერებს თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითია თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისათვის. შედარებით დაძაბულია პერიოდი ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი სიფრთხილე საკუთარი ჯანმრთელობისა და დღევანდელი ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.