LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 აპრილის  ასტროლოგიური პროგნოზი

1775
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:47-დან 21:47 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია ჭორების, ინტრიგებისა და პროვოკაციების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ცრუ დაპირებებით პარტნიორის მოტყუება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, კონფერენციებისა და პრეზენტაციების გასამართად, გარიგებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ლაშქრობა და სპორტული ღონისძიებების მოწყობა, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი სალათებით, მარცვლეულით, მწვანილით და ბოსტნეულით. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, არ ღირს ძილის წინ გონების ნეგატიური ინფორმაციით გადატვირთვა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ცისფერი, იისფერი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ტოპაზი, ლაბრადორი, ამაზონიტი, გიაცინტი, აკვამარინი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისათვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები