LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2042
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13;14-დან 14:38 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

თავი შეიკავეთ იმ დაპირებების გაცემისგან, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად, ახალი საქმის დაწყებისა და სამსახურის მოსაძიებლად, ახალი კონტაქტების დამყარებისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით, ხილით, ბოსტნეულით და მცენარეული ზეთით. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, კუჭს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, თეთრი, წითელი, ყვითელი, ლურჯი და იისფერი, ასევე აქატი, ზურმუხტი, რაუხტოპაზი, ქარვა, სარდიონი და ბრილიანტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები