მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:12-დან 23:56 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 2 ნოემბრამდე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, მიზანდასახულობას და შეუპოვრობას დისციპლინას და ორგანიზებულობას, მეორეს მხრივ, ეჭვიანობას და სიჯიუტეს, სარკაზმს და ზედმეტ პირდაპირობას გააძლიერებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისთვის, ძვირფასი ლითონების, ავტომობილის და უძრავ ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისთვის. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, ცხარე და მარილიანი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ვერცხლისფერი, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.
აუდიოჩანაწერი