LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1789
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის, მთვარე კი, მიზანდასახული და შეუპოვარი თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების წარმოებისთვის, უძრავი ქონების ყიდვის და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი იდეების შეთავაზება, ახალი კონტაქტების გაბმა და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კუჭის, კანისა და კბილების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, თუმცა არ ღირს ალერგიული საკვების მიღება. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, მუხლებს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები