LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

167
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენაა – „დიდი კოსმიური მასწავლებელი“, პლანეტა სატურნი, დღეიდან 2028 წლის აპრილამდე გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში. ეს პერიოდი ადამიანებისთვის ერთგვარ გამოცდად იქცევა, კერძოდ, ადამიანის შინაგან სიმტკიცესა და მისი გამოვლენის ფორმებს გამოცდის. შესაძლებელია სტრესული პროცესების გააქტიურება, რელიგიური და იდეოლოგიური ფანატიზმის გაღვივება, რწმენათა და პოლიტიკური ინტერესების დაპირისპირება. ამავდროულად მოსალოდნელია ახალი ლიდერების გამოჩენა, ხოლო ზოგიერთმა მოქმედმა ლიდერმა შესაძლოა დაკარგოს თავისი პოზიცია. აღნიშნული ტენდენციები უახლოეს პერიოდში თვალსაჩინოდ გამოვლინდება.

დღის რეკომენდაციები – დღეს არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება, საბუთებზე ხელის მოწერა და ავტომობილის სწრაფად მართვა. სამაგიეროდ, ხელსაყრელია პარტნიორული ურთიერთობები და დღევანდელი დღე ხელს უწყობს მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებას. კარგია სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, გავლენიან პირებთან ურთიერთობებს, ვაჭრობასა და ქორწინებას.

ჯანმრთელობა – ეფექტიანია კუჭ-ნაწლავისა და მკერდის მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები და კბილების ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ალერგიის გამომწვევი საკვების მიღებას.

დღის მინერალები და ფერები – ონიქსი, ქრიზოპრაზი, მარჯანი, ოპალი და მალაქიტი ხელს უწყობს დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვასა და ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

ფერებიდან რეკომენდებულია ყავისფერი, ყვითელი, ბეჟი, მწვანე და ლურჯი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია სასწორისა და მშვილდოსნის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები