მზე დღეს იმყოფება მშვილდოსნის მეტად აქტიურ, მხიარულ, ენერგიულ და ინიციატივიან ნიშანში, ხოლო მთვარე გადადის უშიშარ, მებრძოლი სულისკვეთებით გამორჩეულ და ინტუიციურ მორიელის ზოდიაქოში. ეს ორი ენერგია ერთად აძლიერებს ადამიანებში შინაგან სიმტკიცეს, სწრაფ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობასა და ემოციურ სიღრმეს.
მნიშვნელოვანია დღევანდელი ასტროლოგიური მოვლენა – მარსი, რომელიც საქმიანობის, მოქმედების, შრომისუნარიანობისა და ენერგიის მმართველია, დღეიდან გადაინაცვლებს თხის რქის ნიშანში. ეს მოვლენა განსაკუთრებით აძლიერებს ადამიანების ხასიათში ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მიზანმიმართულობას, მოთმინებასა და პრაქტიკულობას. ამავე დროს, შესაძლოა გამოიკვეთოს ნეგატიური გავლენებიც, როგორიცაა სიჯიუტე და ხისტი პირდაპირობა.
გაითვალისწინეთ, დადებითი თვისებების სწორად გამოყენება ხელს უწყობს პროფესიულ წინსვლას, ხოლო ნეგატიური ტენდენციების კონტროლი აუცილებელია ჰარმონიული ურთიერთობების შესანარჩუნებლად.
დღის რეკომენდაციები – დღეს ახალი იდეები განსაკუთრებით ეფექტურია ძველი პრობლემების დასაძლევად. შეიძლება მეტად გამოვლინდეს ეჭვიანობა, სარკასტულობა და წყენა, რაც საჭიროებს თავშეკავებასა და დაკვირვებულ დამოკიდებულებას.
პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში მატულობს ნდობა, მხარდაჭერა და ერთმანეთის მიმართ მზრუნველობა. დღე ხელს უწყობს გულისხმიერ დიალოგს, შეთანხმებებსა და ემოციური კავშირების განმტკიცებას.
ჯანმრთელობა – სასურველია სიფრთხილე შარდსასქესო და რეპროდუქციულ სისტემებთან დაკავშირებული საკითხების მხრივ. ამ ორგანოებზე გეგმიური ჩარევები მხოლოდ გადაუდებლობის შემთხვევაშია მართებული. რეკომენდებულია მოერიდოთ რენტგენოსკოპიასა და სხივურ თერაპიას.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – არ არის სასურველი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ნოტარიული საბუთების გაფორმება, სადაზღვევო საკითხებზე ურთიერთობა ან სესხის აღება, ამ მიმართულებით სირთულეებია მოსალოდნელი. სამაგიეროთ, დღე სასიკეთოა ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის, თვითშემეცნებისთვის, პროფესიული კომპეტენციის გამოვლენად, ავტორიტეტულ პირებთან შეხვედრისა და ესთეტიკური, კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.
დღის მინერალები და ფერები – ოპალი, მარჯანი, თეთრი თოპაზი და ზურმუხტი მეტად მოიზიდავს დადებით ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან გამორჩეულად ხელსაყრელია წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე ტონები – ისინი აძლიერებენ შინაგან შარმს, თავდაჯერებულობასა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად მოქმედებს კირჩხიბისა და ქალწულის ნიშანზე. შედარებით მეტი სიფრთხილე მართებთ ვერძსა და მერწყულს, განსაკუთრებით ჯანმრთელობისა და ემოციური სტრესის ფონზე. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.