LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3355
მიხეილ ცაგარელი

დღეს ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. ნუ ინერვიულებთ. ნუ აჰყვებით ფანტაზიებს. დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს. ყური დაუგდეთ უფროსი თაობის ქალბატონთა რჩევებს.

პარტნიორული ურთიერთობა – გაითვალისწინეთ, რომ მოიმატებს იმპულსურობა

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადო და რეფორმატორული საქმეებისთვის, მეგობრული კონტაქტების გასაღრმავებლად, სწავლისთვის, ადგილსამყოფლის შესაცვლელად, ვარჯიშისა და ცურვისთვის. ნაკლებად გაამართლებს უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემებს უქმნის ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ სისტემებს, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს თავის ტკივილის, უგუნებობისა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზი. გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაიზომეთ წნევა, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას.

კარგი დღეა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობისთვის და დიეტის დაწყებისთვის. გაუფრთხილდით მხედველობას, ნერვულ სისტემას, ვენებსა და ფეხის კუნთების ზონას.

დღის ფერები და მინერალები – პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ვარდისფერ, ვერცხლისფერ, ცისფერ ტონებს, ასევე, საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მეწყრულისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები