LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2036
მიხეილ ცაგარელი

ნეგატიური ცვლილებების დღეა. არაა გამორიცხული აზრი შეგეცვალოთ გარემოსა და გარშემომყოფებზე, რომლებიც ვერ გაამართლებენ თქვენს იმედებს.

არ ღირს ყველასთან ხუმრობა, რადგან ბევრი ვერ გაიგებს თქვენს იუმორს და გაგინაწყენდებათ.

თავი შეიკავეთ საიდუმლოს გამხელისგან, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, მინერალებითა და ძვირფასი ლითონებით ვაჭრობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ზედმეტი სითხის, ცხარე და მარილიანი საკვების მიღებას. კარგი დღეა წყლის პროცედურებისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის.არ ღირს თვალების და გონების გადაღლა. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და კუჭს.

დღის ფერები და მინერალები – საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ვენებს და ნერვულ სისტემას.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები