LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2156
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:17-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, არ ღირს გარშემომყოფების მიმართ ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა.

პროზეპინას პლანეტისა და ზუბენ ელიშმალის ვარსკვლავის გაერთიანება 31 დეკემბრამდე, გააძლიერებს ქრონიკულ დაავადებებს. გაიზრდება უსამართლო ბრალდებების, მსხვილი კომპანიების გაკოტრების და დაპატიმრების შემთხვევები.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა და პარტნიორის გაღიზიანება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი პროექტების და წყებისა და ახალი სამსახურის მოძიებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.  

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ კუროს, ლომს, მორიელს და მერწყულს, რომელთაც დასუსტებული ნერვული სისტემის ფონზე ძალიან გაუჭირდებათ ემოციების მართვა. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. კარგი დღეა თვალების და ვენების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები