მზე კვლავ იმყოფება ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ, ოპტიმისტურ, ენთუზიაზმითა და აქტიურობით გამორჩეულ, კომუნიკაბელურ მშვილდოსანში, ხოლო მთვარე ისევ საოცრად ინტუიციურ, სერიოზულ და მებრძოლი სულისკვეთებით გამორჩეულ მორიელში. ამ ორი გავლენის ერთობლიობა დღეს განსაკუთრებულად აისახება თითოეული ადამიანის ხასიათსა და მოქმედებებზე.
დღის რეკომენდაცია – შეეცადეთ თავი აარიდოთ ტრაბახს და ზედმეტ თვითკმაყოფილებას. საკუთარი წარმატებების ხიბლში ყოფნა შესაძლოა არასასურველი სიტუაციების მიზეზად იქცეს. ყურადღება მიაქციეთ თავშეკავებას და შინაგან სიმშვიდეს.
პარტნიორული ურთიერთობები – თავი შეიკავეთ ზედმეტი ეჭვიანობისა და სარკასტული ან ზედმეტად პირდაპირი ფრაზებისგან. ეს განსაკუთრებით ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს, რათა ურთიერთობებში ზედმეტი დაძაბულობა არ შეიქმნას.
ჯანმრთელობა – ეფექტიანია ყელ-ყურ-ცხვირისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. შედარებით სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქტიული სისტემა; ამ ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.საკვებში სასურველია დაამატოთ ორაგული, ყავისფერი ბრინჯი, სკუმბრია და ლიმონი.არ არის რეკომენდებული რენტგენისა და სხივური თერაპიის ჩატარება.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – უკეთესია, თუ დღეს ხელს არ მოაწერთ მნიშვნელოვან საბუთებს და არ დაიწყებთ ახალ ბიზნესს. არასასურველია ნოტარიული დოკუმენტების გაფორმება, სესხის აღება და დაზღვევის კომპანიებთან ურთიერთობა. აგრეთვე მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას.
რაც შეეხება დადებით ტენდენციებს, დღე ხელს უწყობს ავტომობილის ყიდვა-გაყიდვას, თვითშემეცნებას, პროფესიული კომპეტენციის გამოვლენას, მასაჟს, სარემონტო სამუშაოებს და თმის შეჭრას.
დღის მინერალები და ფერები – ოპალი, თოფაზი, მარგალიტი და ქრიზოპრაზი მეტად მოიზიდავს სასიკეთო ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს.ყურადღება მიაქციეთ წითელ, შავ, ლურჯ, ცისფერ და მწვანე ტონებს – ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიმზიდველობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს მორიელისა და თხის რქის წარმომადგენლებზე.შედარებით რთულია ტყუპებისა და ლომებისთვის, რომლებიც უნდა მოერიდონ ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გავლენების გამწვავებას.დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით ნეიტრალური ტენდენციებით გამოირჩევა.