LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3034
მიხეილ ცაგარელი

დღეს გეომაგნიტური დღეა. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს პერიოდი ყურადღებას ითხოვს არა მხოლოდ ტრავმების კუთხით, არამედ, მაგალითად, არტერიული წნევის მხრივაც, წნევის მოულოდნელმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია წნევის გაზომვა და საჭიროებისას, ორგანიზმის წესრიგში მოყვანა შესაბამისი მედიკამენტების მიღებით.

დღის რეკომენდაციები – დღეს უარს ნუ იტყვით სერიოზული და რთული საქმის შესრულებაზე, თუკი ასეთი გამოჩნდება. თუმცა, ნებისმიერი ახალი საქმე თუ პროექტი ამავდროულად უნდა გაასაიდუმლოოთ და მასზე ზედმეტი არ ილაპარაკოთ. გათავისუფლდით ძველი, უსარგებლო ნივთებისგან. დღევანდელი დღე მეტად სასიკეთოა ხელსაქმისთვის, კულინარიისთვის, ფოტოგრაფიისთვის, ვაჭრობის, შემოქმედებითი მუშაობისა და შემოქმედებითი ნიჭისა თუ უნარების გამოსავლენად. პერიოდი ასევე ხელს უწყობს ხელის თხოვნას, სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებს, საყიდლებს, საოჯახო თუ სანათესაო კავშირების განმტკიცებასა და ტრადიციებში ჩაღრმავებას.

ამავდროულად, მოერიდეთ სახლის მშენებლობის დაწყებას, ადგილსამყოფლის, მათ შორის ბინის შეცვლას, სესხის აღებასა და სხვადასხვა დაპირებების გაცემას. ხელმოწერამდე აუცილებლად ზედმიწევნით გადაამოწმეთ ყველა საბუთი, რადგან ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა საკმაოდ მაღალია. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით დღეს საკმაოდ ეფექტურია ძვლების, ხერხემლის, სახსრებისა და მუხლების მკურნალობა. თუმცა საგრძნობლად სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან რეკომენდებულია ზურმუხტის, ოპალის, მარჯნისა და აქატის გამოყენება – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან დადებითი და სასიკეთოა – თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი, მწვანე და ცისფერი ტონები. აღნიშნული ფერები, სამოსში გამოყენების შემთხვევაში (იქნება ეს ერთობლივად თუ ცალ-ცალკე კომბინაციაში, რაც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული), საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითია თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია დღე ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები