LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1366
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ტენდენციები პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულსისხლძარღვთა სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილების, უგუნებობისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების. ასეთ შემთხვევაში აკონტროლეთ წნევის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა. შეძლებისდაგვარად მეტად დაისვენეთ.

დღეს კარგია ლოცვა, კონსულტაცია, კონფერენციის ჩატარება, აუქციონების მოწყობა, რეკლამა. შესაძლებელია მოულოდნელი ნაცნობობა, გრძნობები კი ზედაპირულ ელფერს შეიძენენ, მოიმატებს ამიტომ ფლირტის, მოტყუების, ინტრიგების, ჭორების, დაცინვის, ურთიერთობების გარკვევის ალბათობა გაიზრდება.

ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული, საიდუმლოს ნუ გათქვამთ ზედმეტი ლაპარაკით.

 მოვერიდოთ დღეს რძის პროდუქტებს, სიმძიმეების აწევას, უჰაერო სივრცეში ზედმეტად ყოფნას, თამბაქოს, რემონტის დაწყებას, თმის შეჭრა-შეღებვას. არ ღირს დღეს მანიკიურის, პედიკიურის გაკეთება.

მოიმატებს შინაგანი მერყეობა და გადაწყვეტილების მიღებაც მეტად რთულდება. რთულდება არჩევანის გაკეთებაც.

ძილის წინ ზედმეტ ინფორმაციას ნუ მიიღებთ, ეს დაარღვევს შემდგომ ძილს.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. ოპერაციების ჩატარება დღეს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, არ იქნება სასურველი. 

მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოვიყენოთ თუპაზი, ნეფრიტი, ამაზონიტი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ კოსმოსის სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან ნაცრისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი, იასამნისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები საიდუმლოდ შეინახეთ.

პოზიტიურია ეს დღე ტელევიზორის, კომპიუტერის, ტელეფონის და სხვა საკომუნიკაციო აპარატურის შესაძენად.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია ეს დღე ვერძისა და მერწყულისთვის. დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის,  ამიტომ მათ მეტი ყურადღება მართებთ ჯანმრთელობის და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, წარმატების კუთხით, დღე საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები