დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც ღამის 23:58 საათზე იწყება და ღამის 01:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე მოთხოვნილია როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.
დღეს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა ცის კაბადონზე ე.წ. „თეთრი მთვარის“ სელენას გადასვლა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც იგი 15 ოქტომბრამდე იმყოფება. ამ ზეგავლენის შედეგად სელენა მეტად მფარველობასა და დახმარებას გაუწევს იმ ადამიანებს, რომლებიც გამოავლენენ ორგანიზებულობას, დისციპლინას, ნებისყოფას, შეუპოვრობას, შრომისუნარიანობას, სისუფთავისა და წესრიგისადმი მიდრეკილებას, პასუხისმგებლობასა და აზროვნების პრაგმატულობას. ამასთან ერთად გაძლიერდება ტრადიციულობისა და სწავლისადმი მიდრეკილებაც. თუმცა შესაძლებელია გააქტიურდეს ისეთი თვისებებიც, როგორიცაა სიჯიუტე, წვრილმანებისადმი გადაჭარბებული ყურადღება და პედანტობა. აღნიშნული ასტროლოგიური გავლენა მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში ხელს შეუწყობს მედიცინის, მეცნიერების, ინჟინერიის, პედაგოგიკის, მასმედიისა და საბანკო სფეროების განვითარებას.
დღის რეკომენდაცია – დღეს ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, რადგან სწორედ ის დაგეხმარებათ რთული საკითხების გადაწყვეტაში. შესაძლებელია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაც. მოერიდეთ ზედმეტ ფანტაზიას და ეცადეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებს დაეყრდნოთ. დღე ხელსაყრელია სამღებრო-სარემონტო სამუშაოებისთვის, ასევე სესხის ასაღებად.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ვენების ზონა და ფეხის კუნთები. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ თვალების გადაღლას.
დღის მინერალები და ფერები – საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია ნეონისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი და ვერცხლისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროსა და კირჩხიბის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.