დღე გეომაგნიტურია, რაც გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. შესაძლოა იგრძნოთ თავის ტკივილი, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავს სიმპტომებზე აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
გაითვალისწინეთ, რომ მიმართულებადაკარგული ე.წ უკურსო მთვარის პერიოდი საღამოს 19:25 საათიდან დაიწყება და გასტანს 20:41 საათამდე. ამ პერიოდში ყურადღების მოდუნების ფონზე იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მსვლელებს.
ჯანმრთელობა – ეფექტურია ყელ-ყურ-ცხვირის და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქტიული სისტემა, ასევე ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ რენტგენოლოგიურ და სხივურ კვლევებს, ასევე გინეკოლოგთან ვიზიტს. სასურველია თავი აარიდოთ ცხარე საკვებს.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელს უწყობს თვითშემეცნებას, კვლევით საქმიანობას, საკუთარი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის გამოვლენას. კარგია ნადირობისა და თევზაობისთვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის და გეგმების დასახვისთვის. არ არის სასურველი ნოტარიული საბუთების გაფორმება, ახალი თანამშრომლის მიღება, პარტნიორული თანამშრომლობის დაწყება, ასევე სადაზღვეო კომპანიებთან ურთიერთობა. მოერიდეთ ბინის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას.
დღის მინერალები და ფერები – ოპალი, თოფაზი, მარჯანი და ფირუზი იზიდავს დადებით ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს. სასარგებლოა წითელი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი, მწვანე და შავი ტონები – ისინი ზრდიან თქვენს შარმს და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად მოქმედებს კუროსა და თევზების ნიშნებზე. შედარებით რთულია სასწორისა და მშვილდოსნისთვის, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჯანმრთელობისა და დღის შესაძლო ნეგატიური ზეგავლენების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო, ნეიტრალური ტენდენციებით გამოირჩევა.