განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება 11:42 საათზე და გასტანს 16:07 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.
დღის რეკომენდაციები – დღეს შეგიძლიათ სრულიად ღიად ისაუბროთ საკუთარი იდეების, გეგმებისა და შთაბეჭდილებების შესახებ. ასეთი გულახდილი და შთამბეჭდავი დიალოგები დაგეხმარებათ ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის უკეთ გადაჭრაში. ამასთანავე, საგრძნობლად მოიმატებს შრომისუნარიანობა, მიზანსწრაფვა და განწყობა. დღევანდელი დღე მეტად სასიკეთოა კულინარიისთვის, ფოტოგრაფიისთვის, საყიდლებისთვის, ვაჭრობისთვის, გართობისთვის, საოჯახო თუ სანათესაო კავშირების გასამყარებლად და ტრადიციებში ჩასაღრმავებლად.
მეორე მხრივ, პერიოდი საკმაოდ რთული და ნეგატიურია ქორწინებისთვის, სახლის მშენებლობის დასაწყებად, ასევე ადგილსამყოფლისა თუ ბინის შესაცვლელად. დღეს არ ვარგა სესხის აღება. ნუ გადაიღლებით და მაქსიმალურად მოერიდეთ ზედმეტ ნერვიულობას, განსაკუთრებით საღამოს საათებში. რაც შეეხება დღევანდელ სიზმრებს, მათ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რადგან არ ახდება.
პარტნიორული ურთიერთობები – პირად თუ საქმიან კავშირებში დღეს განსაკუთრებული ტაქტისა და მეტი მოთმინების გამოვლენა გმართებთ.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით დღეს მეტად შედეგიანია კბილების, ხერხემლის, სახსრების, თვალებისა და მთლიანად ძვლოვანი სისტემის მკურნალობა. თუმცა საგრძნობლად სუსტდება კუჭი, მკერდი, ხერხემალი და გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, მიზანშეწონილი არ არის. მაქსიმალურად გაუფრთხილდით გულს. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, სოლარიუმს, აბანოსა და საუნას. საკვებ რაციონში კი სასურველია მეტი რაოდენობით შეიტანოთ ხაჭო, თევზეული, კვერცხი და ბოსტნეული.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან რეკომენდებულია ზურმუხტისა და აქატის, ხოლო საღამოს საათებში – ბრილიანტისა და სერდოლიკის გამოყენება. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან დღის განმავლობაში დადებითია მწვანე, თეთრი და ვერცხლისფერი, ხოლო საღამოსკენ – წითელი და ყვითელი ტონები. აღნიშნული ფერები, სამოსში გამოყენების შემთხვევაში (იქნება ეს ერთობლივად თუ ცალ-ცალკე კომბინაციაში, რაც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული), საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული და რთულია პერიოდი მშვილდოსნისა და მერწყულისთვის – ამ ნიშნებს მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.