დღე გამოირჩევა მომატებული ემოციურობითა და მგრძნობელობით. გამომდინარე იქიდან, რომ მზეც და მთვარეც თევზების ზოდიაქოს ნიშანში იმყოფებიან, ადამიანებში ინტუიცია საგრძნობლად გაძლიერდება. თუმცა, პარალელურად იმატებს ფსიქოლოგიური შინაგანი დაძაბულობა, წარსულზე ფიქრი და ნოსტალგიური განწყობა. ამ პერიოდში აურა შედარებით შესუსტებულია, რის გამოც ენერგია ადვილად იკარგება, ამიტომ ეცადეთ რაციონალურად გადაანაწილოთ თქვენი რესურსები.
დღის რეკომენდაცია – დღეს სასურველია დაასრულოთ ძველი საქმეები, ხოლო ახალი პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავოთ. მოერიდეთ მკვეთრ სინათლეს, მძაფრ სუნამოებსა და არომატებს. ასევე, რეკომენდებული არ არის მცენარეების გადარგვა ან ტოტების მოჭრა. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, ის სწორ გზას გიკარნახებთ, თუმცა ნუ მისცემთ ემოციებს თქვენი მართვის უფლებას. დღე კარგია ქორწინებისთვის, ფოტოგრაფიისთვის, იურისტებთან კონტაქტისათვის. მოერიდეთ საიდუმლო საქმეებსა და საიდუმლო სიყვარულს.
პარტნიორული ურთიერთობები – მოსალოდნელია გულისტკენა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ ორგანიზმის იმუნიტეტი შედარებით სუსტდება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ტერფებს, მხედველობას, ლიმფურ და ნერვულ სისტემებს. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, რეკომენდებული არ არის. მოერიდეთ თვალების გადაღლას. არ არის სასურველი დღეს ალკოჰოლის მიღება.
დღის მინერალები და ფერები – კოსმიური ენერგიების დასაბალანსებლად და შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად კარგია მინერალები: მარგალიტი, გიშერი, ამეთვისტო და მარჯანი. ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ იისფერ, ლურჯ, ვერცხლისფერ, ფირუზისფერ და მწვანე ტონებს, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე მეტად პოზიტიურია ქალწულის, მორიელის, თხის რქასა და თევზებისთვის. შედარებით მეტი სიფრთხილე მართებთ ვერძებს და ტყუპებს. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებისაა.