დღევანდელი დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიების ზეგავლენით მოსალოდნელია გარკვეული პრობლემების შექმნა, რაც შესაძლოა თავის ტკივილის, უგუნებობისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების მიზეზი გახდეს. ამ შემთხვევაში, არტერიული წნევის გაზომვის შემდგომ, გამოიყენეთ შესაბამისი მედიკამენტები ან ყავის პროფილაქტიკა, რათა წნევა ნორმაში მოიყვანოთ და თავი უკეთ იგრძნოთ.
დღის რეკომენდაციები – დღეს საგრძნობლად მოიმატებს ფინანსური და სასიყვარულო პრობლემების ალბათობა. მაქსიმალურად დიპლომატიური მოქმედება დაგეხმარებათ, რომ თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი კონფლიქტები. გაითვალისწინეთ, რომ დღის განმავლობაში შესაძლოა იჩინოს თავი თავდაუჯერებლობამ და შესუსტდეს კომუნიკაციის უნარი. ეს პერიოდი საკმაოდ რთულია ფინანსური გარიგებების წარმოებისთვის, ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ასევე ადგილსამყოფლის – მათ შორის ბინის შესაცვლელად. ამასთანავე, დღეს არ არის სასურველი ნიშნობა და ქორწინება.
მეორე მხრივ, დღევანდელი დღე მეტად სასიკეთოა იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად, ახალი სამსახურის დასაწყებად და ახალი თანამდებობის დასაკავებლად. პლანეტები ხელს უწყობს კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს, ასევე კოსმეტიკის, პარფიუმერიისა და ტანსაცმლის შეძენას. ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა მეტად ნაყოფიერი იქნება; პერიოდი ასევე სასიკეთოა მეგობრული კონტაქტებისთვის, ლატარიის ბილეთების შესაძენად, მშენებლობის დასაწყებად და სპორტული აქტივობებისთვის. რაც შეეხება დღევანდელ სიზმრებს – მათ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რადგან არ ახდება.
პარტნიორული ურთიერთობები – პირად თუ საქმიან კავშირებში ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული, რადგან ეს გარშემომყოფებში მხოლოდ არასასიამოვნო რეაქციებს გამოიწვევს.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით დღეს განსაკუთრებით ეფექტურია თვალების, ვენებისა და ნერვული სისტემის მკურნალობა. თუმცა საგრძნობლად სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, დღეს სასურველი არ არის. მაქსიმალურად გაუფრთხილდით გულს. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, სიმძიმეების აწევას, სოლარიუმს, საუნასა და ყურების გახვრეტას.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან რეკომენდებულია ბრილიანტის, მთის ბროლის, სერდოლიკის, სარდიონისა და ქარვის გამოყენება – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან სამოსში სასურველია წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები, რადგან მათი გამოყენება მაქსიმალურად გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე პოზიტიურად აისახება ვერძის, ტყუპებისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ეს პერიოდი თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი სიფრთხილე მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.