სიყვარულის და სილამაზის მმართველი პლანეტის – ვენერას 11 ნოემბრამდე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, კონტაქტურობასა და კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმსა და ენთუზიაზმს, მეორეს მხრივ კი, სარკაზმსა და ეგოიზმს, სულსწრაფობასა და მოუთმენლობას გააძლიერებს.
პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ გულახდილად განიხილოთ ყველა ფინანსური პრობლემა და პარტნიორთან ერთად სცადოთ მათი გადაჭრა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის. ნაკლებად გაამართლებს რისკი და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, ფრჩხილების და სახის კანის სამკურნალოდ. მოერიდეთ ტკბილი და მჟავე საკვების, ცივი და გაზიანი სასმლის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, თიხისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, მარგალიტი, ონიქსი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.