LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2225
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:00-დან 13:26 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მძიმე ენერგეტიკული ენერგიების დღეა, რადგან სავსემთვარეობა მთვარის დაბნელებას ემთხვევა. ქალწულისა და თევზების ზოდიაქალურ ღერძზე მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირების შედეგად გაიზრდება ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების, დეპრესიისა და ნეგატიური აზრების, შინაგანი შიშებისა და ორჭოფობის, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ალბათობა.

მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რადიკალური ცვლილებების განხორციელება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე გიშერი, ლალი, იაგუნდი, მარჯანი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები