გაითვალისწინეთ, რომ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი იწყება 15:32 საათზე და გასტანს 18:40 საათამდე. მთვარის ამგვარი მოქმედება ზედმეტად ადუნებს ადამიანის ყურადღებას, რაც დროის ამ მონაკვეთში შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ამიტომ, მძღოლებმა და ქვეითად მოსიარულეებმა აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღება არ უნდა მოადუნონ.
დღის რეკომენდაციები – წინასწარ და კარგად მოფიქრებული საქმის განსახორციელებლად ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელია. შესაძლებელია ახალ სამსახურში გადასვლა, ასევე ახალი ურთიერთობების დაწყება ან ძველის განახლება. პერიოდი პოზიტიურია იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად, ხელმძღვანელებთან კონტაქტისთვის, ახალი თანამდებობის დასაკავებლად, მეგობრული კავშირებისთვის, საყიდლებისა და ლატარიის ბილეთების შესაძენად. პლანეტები ასევე ხელს უწყობს კულტურულ-გასართობ ღონისძიებებსა და მშენებლობის დაწყებას.
მეორე მხრივ, მაქსიმალურად მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულებების გაფორმებას, ბინის შეცვლას, ნიშნობასა და ქორწინებას. თავი შეიკავეთ ხელმძღვანელთა კრიტიკისა და ფიზიკური გადაღლისგან. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები ახდება, თუმცა მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის გასვლის შემდეგ.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით დღეს მეტად ეფექტურია თვალების, ვენებისა და ნერვული სისტემის მკურნალობა. თუმცა საგრძნობლად სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, დღეს სასურველი არ არის. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, საუნას, აბანოსა და სოლარიუმს.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან რეკომენდებულია ბრილიანტის, მთის ბროლის, სერდოლიკის, ქარვისა და სარდიონის გამოყენება – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან ტანსაცმელში სასურველია წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები. აღნიშნული ფერების კომბინაცია მაქსიმალურად გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითია ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისათვის. შედარებით დაძაბული და რთულია პერიოდი კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი სიფრთხილე საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.