დღე გეომაგნიტურია, რაც განსაკუთრებით მოქმედებს გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევას და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაცია – დღესაც მოერიდეთ ექსპერიმენტებს და დაეყრდენით ნაცნობ, გამოცდილ მეთოდებს. დღეს და ხვალ გამოკვეთილია შერიგებისა და ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა – ამ მხრივ ორივე დღე ხელსაყრელია.
ენერგიის მატებას განსაკუთრებით იგრძნობენ კუროები და მშვილდოსნები, ხოლო სასწორებს და მორიელებს ექნებათ ნერვოზული რეაქციების გაძლიერების ტენდენცია. ამიტომ სასურველია ამ ნიშნებმა გააკონტროლონ ემოციები, რათა შინაგანი აგრესია კონფლიქტის წყარო არ გახდეს.
პარტნიორული ურთიერთობები – შესაძლებელია უჩვეულო შეთავაზება მიიღოთ და აღმოჩნდეთ სპონტანური სიტუაციის წინაშე.
ჯანმრთელობა – დღეს შედეგიანია შარდსასქესო სისტემის მკურნალობა, ასევე სახის კანისა და თმის მოვლა. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავის ზონა. ამ ორგანოებზე ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.საკვებში სასურველია შეიტანეთ – ზღვის პროდუქტები, გოგრის თესლი, სტაფილო, ისპანახი და კომბოსტო.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღეს ხელსაყრელია ბიზნეს გეგმის გაფართოება, საბანკო საკითხების მოგვარება, უძრავი ქონების შეძენა.არასასურველია სარისკო ნაბიჯების გადადგმა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.კარგია დღე ქორწინებისათვის, მშენებლობისთვის და სავაჭრო საქმიანობისთვის.
დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს: აქატი, მარჯანი, ონიქსი, მალაქიტი და მარგალიტი.ხოლო ფერებიდან – ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე და ლიმონისფერი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ქალწულის და თევზების ნიშნებზე.
დაძაბული იქნება ვერძის, ტყუპების და მშვილდოსნის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.