LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2111
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:53-დან 00:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

კარმული გამოცდის დღეა! მოერიდეთ კამათს და კონფლიქტებს, საეჭვო გარიგებებში მონაწილეობას და არასაიმედო ადამიანებთან ურთიერთობას.

არ გადადოთ ხვალისთვის ის საქმე, რისი გაკეთება დღესაც შეგიძლიათ.

სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას რეტროგრადულობა პირველ რიგში დაშორებულ წყვილებზე აისახება. არაა გამორიცხული ურთიერთობა აღადგინოთ ძველ პარტნიორთან, ან სწორედ ახლა გაიაზროთ ის შეცდომები, რომლებიც დაშორების მიზეზი გახდა.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ კამათს და პარტნიორის უმიზეზოდ დადანაშაულებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, მსხვილი საყიდლები და კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ თვალების გადაღლას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები