LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1763
მიხეილ ცაგარელი

ინტელექტის და გონების მმართველი პლანეტის – მერკურის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, კომუნიკაბელურობას და გონებამახვილობას, მეორეს მხრივ, სარკაზმსა და ეგოიზმს, სულსწრაფობასა და უყაირათობას გააძლიერებს.

გუშინდელი სავსემთვარეობის შემდეგ დღევანდელი დღეც რთული იქნება. მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას, რისი ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პარტნიორის სისუსტეებით სარგებლობა და მისი გრძნობებით მანიპულირება. 

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, ყელ-ყურის და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს რენტგენის გაკეთება. მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, შავი, მწვანე და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები