LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2301
მიხეილ ცაგარელი

მზის ერთი თვით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ენერგიულობას და აქტიურად მოქმედების უნარს, ორგანიზებულობას და შეუპოვრობას, პრინციპულობას და სამართლიანობის მოთხოვნილებას, მეორეს მხრივ, ეგოიზმს და აგრესიას, სიჯიუტეს და ზედმეტ პირდაპირობას, უყაირათობას და სულსწრაფობას გააძლიერებს. 

გაზაფხულის ბუნიობის ანუ დღეღამტოლობის საკრალური დღეა, რომლითაც დასავლური კალენდრით ასტროლოგიური ახალი წელი აღინიშნება, რადგან სწორედ დღეს იწყება ზოდიაქოს ნიშნების განვითარების ახალი 12-წლიანი ციკლი. განეწყვეთ პოზიტიურად, ჩაიფიქრეთ სურვილები, ილოცეთ სხვებისა და საკუთარი თავისთვის. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი დღე ერთ-ერთი საუკეთესოა პატიებისა და ურთიერთობის აღსადგენად ძველ პარტნიორებსა და განაწყენებულ ახლობლებთან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, საჩუქრების და სუვენირების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მცენარეების დარგვა და გადარგვა, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ სიმძიმის აწევისგან. არ ღირს ემოციურად და ფიზიკურად გადაღლა. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ბეჟი, ნარინჯისფერი და შინდისფერი, ასევე ქარვა, სერდოლიკი, სარდიონი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს, თხის რქას და თევზებს. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ ლომს, კუროს, მორიელს და მერწყულს, რომელთაც დასუსტებული ნერვული სისტემის ფონზე ძალიან გაუჭირდებათ ემოციების მართვა და სიმშვიდის შენარჩუნება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები