მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:40-დან 13:05 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ პარტნიორის კრიტიკას და უხეში გამონათქვამების გამოყენებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი იდეების გაცნობისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმება, სარისკო მოქმედებები და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისთვის, სუნთქვითი ვარჯიშებისა და არომათერაპიისთვის, თირკმელების და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, აქატი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.