მზის ერთი თვით მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ოპტიმიზმს და ენთუზიაზმს, მოგზაურობისა და თავგადასავლებისკენ სწრაფვას, მეორეს მხრივ, ამბიციურობას და დიქტატურისკენ მიდრეკილებას, სულსწრაფობას და უყაირათობას გააძლიერებს.
დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული მშვილდოსნის, მთვარე კი ამაყი და ამპარტავანი ლომის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა პარტნიორთან ერთად რთული საკითხების გადაწყვეტისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გარკვევისთვის, საჩუქრების და აქსესუარების, ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, სერდოლიკი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.
აუდიოჩანაწერი