მოერიდეთ ეგზალტირებული ხალხის მასას, არ ღირს მათ ემოციებს აყოლა.
მაქსიმალურად დაიცავით წესები და კანონები, რადგან მაღალია დაჯარიმების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პარტნიორის ფუჭი დაპირებებით დაიმედება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა გამოფენებისა და აუქციონების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მოწყობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი სამსახურის მოძიება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ უჰაერო სივრცეს და სიმძიმის აწევას. არ ღირს ზედმეტი ინფორმაციით გონების გადაღლა. კარგი დღეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით და მოთუშული ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს და ფილტვებს, ხელებს და მხრებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, ამაზონიტი, გიაცინტი, ლაბრადორი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, ქალწულს და მორიელს.
აუდიოჩანაწერი