დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. ეს ფაქტორი, თავის მხრივ, შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს არა მხოლოდ ტრავმების კუთხით, არამედ წნევის მხრივაც – წნევის უეცარმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, გავიზომოთ წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტების მიღებით მოვიყვანოთ ორგანიზმი წესრიგში.
დღეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ცის კაბადონზე – ერთთვიანი ეპოპეის შემდეგ, მზე ტოვებს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს და ღამის 23:14 საათზე, ერთი თვით გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოში.
ეს მოვლენა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ადამიანებში მეტად განავითარებს ლომისთვის დამახასიათებელ ენერგიას: აქტიურად მოქმედების უნარს, კომუნიკაბელურობას, გონებამახვილობას, ორგანიზატორულ მონაცემებს, ლიდერულ თვისებებსა და არტისტულ-შემოქმედებით ნიჭს. ამასთან ერთად, მოსალოდნელია ნეგატიური თვისებების გააქტიურებაც, როგორიცაა სიზარმაცე, უყაირათობა, სულსწრაფობა, ზედმეტი პრეტენზიულობა და ამპარტავნება. ეს დადებითი და უარყოფითი ტენდენციები თანაბრად შეიძლება განვითარდეს და ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რას მივცემთ პრიორიტეტს. ამასთან, აღნიშნული პლანეტარული ცვლილება საზოგადოებაში მეტად გამოაცოცხლებს კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს.
დღის რეკომენდაციები:
დღეიდან საგრძნობლად მოიმატებს იურიდიულად საკამათო სიტუაციების ალბათობა, ამიტომ მაქსიმალურად დაიცავით კანონები. გაითვალისწინეთ, რომ მატულობს ტყუილების და სხვათა მიერ დაგებულ მახეში გაბმის რისკი, ადამიანებში კი მეტად გამახვილდება ხასიათის ცვალებადობა და პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების სურვილი, ასე რომ, იყავით ფრთხილად. პერიოდი მეტად ხელსაყრელია კონფიდენციალური შეხვედრებისთვის, კულინარიული ექსპერიმენტებისა და საჩუქრების გასაკეთებლად.
დღევანდელი დღე ძალიან კარგია ზედმეტი და უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლებისთვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, ასევე მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი ცუდი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა. მკაცრად მოერიდეთ გინეკოლოგთან ვიზიტს (გადაუდებელი აუცილებლობის გარდა), ასევე არაა სასურველი რენტგენოლოგიური კვლევებისა და სხივური თერაპიის ჩატარება. რეკომენდებულია დღის განმავლობაში მეტი იმოძრაოთ და ფეხით იაროთ.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია თოფაზის, ოპალის, ობსიდიანის, მარჯნისა და ონიქსის გამოყენება.
ფერებიდან თქვენს შარმსა და მიმზიდველობას მაქსიმალურად გააძლიერებს წითელი, ყვითელი, ლურჯი, შავი, ცისფერი და მწვანე ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).
ზოდიაქოს ნიშნები:
დღევანდელი დღე მეტად დადებითი და პოზიტიურია თხის რქისა და თევზების ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია ეს პერიოდი ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.