LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1448
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:50-დან 00:40 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია პროვოკაციების ალბათობა. მოერიდეთ კამათს, კონფლიქტებში ჩაბმას და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას.

არ ღირს გარისკვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ წვრილმანებს ჩაძიებას და უმიზეზოდ ეჭვიანობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, სახლის მოწესრიგებისა და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის, მედიკამენტების და ჰიგიენის ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას, კუჭქვეშა ჯირკვალს და ნაწლავთა სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები