LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3019
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

არ ღირს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, უმჯობესია მიხედოთ საკუთარ ცხოვრებას.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ პარტნიორის ზედმეტად კრიტიკას. არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით, თხილეულით და თევზით. კარგი დღეა დიეტის დაწყებისთვის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ლიმფური და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, ქალწულია და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები